ანაკლიაში ნაპირდაცვითი სამუშოები მიმდინარეობს ზუგდიდიზუგდიდის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 8 ივლისი, 2022 6 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ანაკლიაში, მდინარე ენგურის(ზღვასთან შესართავი) მარცხენა სანაპირო ზონის ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. ნაპირდაცვის სამუშაოებთან ერთად, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია-არსებული ღრმულის შევსების სამუშაოებიც მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟიასთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურთაზ ხარჩილავასთან ერთად გაეცნო. პროექტის ღირებულება 1 434 436 ლარია. ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელებით, უხვი ნალექის დროს, ანაკლიის დატბორვის საფრთხე მოიხსნება.