- Advertisement -

ანაკლიაში, საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაციის დასავლეთის რეგიონალური ორგანიზაციების პირველი კონფერენცია გაიხსნა

ანაკლიაში, სასტუმრო "პალმ ბიჩის" საკონფერენციო დარბაზში დღეს საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაციის დასავლეთის რეგიონალური ორგანიზაციების პირველი კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციაზე რესპუბლიკის წამყვანმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს სფეროში მიღწეული წარმატებების შესახებ ინფორმაცია. ასევე, კონფერენციაზე გაჟღერდა დაგეგმილი სიახლეების შესახებ, რომელიც თანდათან დაინერგება თანამედროვე დერმატოლოგიაში. 

კონფერენციაზე მონაწილე პროფესორებმა და მედიცინის წამყვანმა სპეციალისტებმა კონფერენციის დელეგატებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებები და ესაუბრნენ მედიცინის თანამედროვე სტანდარტებზე.

ანაკლიაში, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის დასავლეთის რეგიონალური ორგანიზაციების პირველი კონფერენცია ორდღიანია. კონფერენცია ანაკლიაში ხვალ საღამოს ოფიციალურად დაიხურება.

Comments
Loading...