- Advertisement -

ანაკლია-განმუხურში დასუფთავების და მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ანაკლია-განმუხურში საზაფხულო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ტერიტორიის დასუფთავების და მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS-ის” წარმომადგენლის კობა ქარჩავას განცხადებით,უკვე დამონტაჟდა 16 სათვალთვალო კამერა, რვა ხიდსა და ბულვარის პერიმეტრზე მოეწყო და რეაბილიტირდა ინფრასტრუქტურა, ასევე , ამუშავებულია სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსი განმუხურში- აკვაპარკი. 

ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, პორტის ტერიტორიიდან განმუხურის ბულვარში გადმორგეს მრავალწლოვანი, სხვადასხვა ჯიშის ციტრუსოვანი მცენარეები. პარარელურად, შეთეთრდა და შეიწამლა სხვა ხე-მცენარეებიც. მიმდინარეობს პალმების და ფინიკების შეჭრა-გასუფთავება. გაფხვიერდა და მოწესრიგდა 6 ქვიშის მოედანი, ხელოვნურ საფარიანი მოედნების აღდგენის სამუშაოები კი გრძელდება. ამასთან, დასუფთავდა შტორმის შედეგად დაბინძურებულ პლაჟზე შესასვლელი ბილიკები. შეიძინეს ბალახის საკრეჭი ტექნიკაც.

გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზაფხულის სეზონი საინტერესო აქტივობებით დატვირთული იქნება. მათ შორის, Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი, ოთხდღიანი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება. ასევე ჩატარდება ბიზნესფესტივალი „ანაკლიობა".

Comments
Loading...