- Advertisement -

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. კურორტზე ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები დაიგება, მოხდება საფეხმავლო ხიდთან არსებული, კაფე-რესტორანის რეაბილიტაცია, აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ მინი – ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, რეაბილიტაცია ასევე ჩაუარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს. მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება, სველი წერტილები, გასახდელები, დამონტაჟდება ახალი სანაგვე ურნები.

ანაკლიაში ინფრასტრუქტურის განახლება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საკურორტო ზონაში განსახორციელებელი სამუშაოები შპს. ,,ანაკალია-განმუხური რესორტის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

Comments
Loading...