- Advertisement -

ანზორ ბოლქვაძე: ახლანდელი მერიის შენობაში გაიხსნება ის რაც ხულოს მოსახლებას დაამშვენებს და გაალამაზებს

ხულოში ოპოზიციური პარტიი მტკიცებით ხულოს მერიის ამჟმინდელი შენობა სამომავლოდ თურქ ინსვესტორზე სიმბოლურ თანხად 1 ლარად გასხვისება, სადაც მათვივე ინფორმაციის სავარაუდოდ სასტუმრო, კაზინო ან მუსლიმური სასწავლებელი განთავსდება, აღნიშნული საკითხის შესახებ ოპოზიციური პარტიის წევრებმა განცხადება არაერთხელ გააკეთეს. 

აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დებუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, როგორც თვად „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, შენობაში რა განთავსდება ჯერერობით უცნობია, თუმცა მისივე განცხადებით გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობის საკეთილდღეოდ მოხდება, ბოლქვაძის განცხადებით ხულო და მაღალმთიანი აჭარის სახე და პრინციპები ყოველთვის დაცული იქნება და ამჟამინდელი მერიის შენობაში გაიხსნება ის რაც ხულოს მოსახლეობას დაამშვენებს და გაალამაზებს. ანზორ ბოლქვაძე მოუწოდებ ყველას, რომ აღნიშნული საკითხით ნუ მანიპულირებენ და ქულების დაწერას ნურავინ ეცდება. 

„რაც შეეხება ამჟამინდელი მერიის შენობას თუ იქ რა გაიხსნება მომავალში ეს ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, ერთადერთი თხოვნა იყო ქველმოქმედებით აგვეღდგინა ძველი საავადმყოფოს შენობა, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში. მოხდება მისი რეაბილიტაცია სადაც განთავსდებიან : მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ-ები თნამშრომლები. რაც შეეხება მერიის აჟმინდელ შენობას მოსახლეობის გამოკითხვიდან გამომდინარე გვაქვს სხვადასხვა აზრები, ხულოს მოსახლეობას რაც დაამშვენებ და გაალამაზებს ის იქნება და არა ის , რომ ვიღაცას ერთ ლარად მიყიდეს ან რაიმე მსგავსი გამორიცხული თემაა ეს.

ეს არის ხულო და მაღალმთიანი აჭარა, მისი სახე და პრინციპულობა ყოველთვის შენარჩუნებული იქნება და ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ამით ვინმე რაღაც ქულებს დაიწერს იქნებიან ესენი ოპონენტები თუ სხვა ვინმე, მე მაჟორიტარი დებუტატი ვიქნები თუ არ ვიქნები ამ პრინციპს დავიცავ და ის თემა რომელიც ხვალინდელ ჩვენს მომავალ თაობას არ წარადგება იმას მე ნამდვილად არ გადავწყვეტ, არც არავისი ქულების მომატება მინდა და ნურს სხვა დაიწერს ამაში რაიმე ქულებს, ერთობლივად დავჯდეთ დავილაპარაკოთ და უკეთესი იქნება, კარგი საქმე გადავწყვიტოთ ვიდრე რაღაც მესიჯებით იქეთ აქეთ ვავრცელოთ“, – განაცხადა "აიპრესთან“ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დებუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ.

Comments
Loading...