- Advertisement -

ანი წითლიძე: კომპანია Town Park -ს შვიდი თვის განმავლობაში ადგილობრივ ბიუჟეტში ფული არ შეუტანია

ამის შესახებ ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძემ განაცხადა. 

"კომპანია Town Park -ის მფლობელები არიან ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირები. მისი დირექტორი ნიკა შელია არის ე.წ. ტყის ძმების დათო შენგელიას ნათლული და სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ახლო გარემოცვა.კომპანიამ მოიგო ელექრონული ტენდერი, შენდეგ პირდაპირი განკარგვის წესით ტერიტორიები გადაეცა,"-განაცხადა წითლიძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში აცხადებენ რომ მიმდინარეობს მოკვლევა და სხვა სახის დამატებითი დეტალების გახმაურებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

ცნობისთვის, ზუგდიდში პარკირების მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი მერიამ 22 ივნისს გამოაცხადა. ტენდერში კომპანია Town Park-მა გაიმარჯვა.

Comments
Loading...