- Advertisement -

არგვეთი, სავანე, შალაური, მახათაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან ივანაშვილთან და თანმხლებ ოფიციალურ პირებთან ერთად სოფლების: არგვეთი, სავანე, შალაური, მახათაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და მისი მშენებლობა ორ ეტაპად გაიყო. 
პირველ ეტაპზე 2 კილომეტრი სიგრძის გზა გაკეთდა. აღნიშნული ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "შპს."ჰედეფ ჯორჯია"-მ შეასრულად 549 000ლარად.

ხოლო მეორე ეტაპზე ასფალტის საფარი 1 კილომეტრსა და 200 მეტრზე მოეწყო. ამ შემთხვევაში შემსრულებელი კვლავ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "როუდ სოლუშენსია". სახელშეკრულებო ღირებულება 287 352 ლარია.

ჯამში აღნიშნულ საავტომობილო გზაზე 3 კილომეტრი და 200 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარი მოეწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრეებისა და გვერდულების მონტაჟი, რომელიც შემსრულებელი კომპანიის განცხადებით უახლოეს დღეებში დასრულდება.

Comments
Loading...