- Advertisement -

ართანის მცხოვრები: 29 იანვარს იარაღის მუქარით გამიტაცეს და მაიძულეს მეთქვა, რომ ვალი მქონდა

უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და იარაღის მუქარით გატაცებული შოთა ცოცანიძე მომხდარის დეტალებს იხსენებს.

დაზარალებულის თქმით, 29 იანვარს ბოროტმოქმედებმა იარაღის მუქარით ხელწერილი დააწერინეს და აიძულეს ეთქვა, რომ 26 ათასი დოლარი ვალი ჰქონდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებდა, მის სახელზე არსებული ორი საცხოვრებელი სახლის გამტაცებლებზე გადაფორმება მოხდებოდა.

"2018 წლის 29 იანვარს იარაღის მუქარით წამიყვანეს ჯერ სიღნაღის სოფელ ძველ ანაგაში, შემდეგ კი იქიდან თბილისში, სადღაც აფრიკის დასახლებაში. მითხრეს , რომ ვინმე ჩემი ოჯახის წევრი უნდა მოსულიყო. მოვიდა ჩემი შვილი, მან უთხრათ გამტაცებლებს, რომ თანხას გადაიხდიდა. 24-საათიანი გატაცების შემდეგ დავბრუნდი სახლში. 20 თებერვალს ისევ დამიკავშირდნენ და თქვეს, რომ თბილისიდან თანხის წასაღებად მოდიოდნენ. მე პოლიციას შევატყობინე. ისინი ორი მანქანით მოვიდნენ, ჩამისვეს და სოფელ ართანიდან, რომ გავდიოდით სპეცრაზმმა და პოლიციამ ჩემი გამტაცებლები დააკავა"- განაცხადა ცოცანიძემ.

Comments
Loading...