- Advertisement -

არის თუ არა ნამდვილად დიაბეტის სამკურნალო შუახევში აღმოჩენილი წყარო კვლავ უცნობია

შუახევში სოფელ ბუთურაულში, თითქმის ერთი წელის რაც წყარო აღმოაჩინეს, რომელიც მოსახლეობის თქმით სამკურნალოა და დიაბეტის წამალია. ადგილობრივების თქმით სამკურნალო წყლის ანუ ეგრეთწოდებული აბანოს ასავსებად სოფელში არამარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა არამედ ტურისტებმაც მიაკითხეს, მოსახლეობის თქმით სამკურნალო წყლის ასავსებად მსურველს რამდენიმე საათი უწევს რიგში დგომა.

როგორც შუახევის მერი "აიპრესთან" აცხადებს, წყლის სინჯები უკვე გადაგზავნილია და მისი შესწავლა მიმდინარეობს, ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით სინჯების პასუხი მერიაში ჯერ კიდევ არ მოსულა, თუცა იგი არ გამორიცხავს, რომ პასუხები შესაძლოა ცნობილი იყოს. მერის განცადებით ამ ეტაპზე მერია იმ თავდაპირველ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს გაატარებს რითაც მოსახლეობას საშუალება ექნება წყაროსთან ადვილად მივიდეს.

„ბუთურაულის წყალთან დაკავშირებით, მასალების კვლევა მიმდინარეობს, მიმდინარეობს, მისი შემცველობის შესწავლა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, თმცა მერიას აქვს სურვილი და რამდენმე ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, ისეთ სამუშაოებს რომელიც სახელდახელოდ შესრულდდება იმისთვის, რომ ადამიანებმა ნორმალურად გადაადგილება შეძლონ ასეთ ღონისძიებებს გავატარებთ. სინჯები არის გადაგზავნილი პასუხები მერიაში ჯერ არმიგვიღია, თუმცა შესაცლებელია ის, რომ პასუხები უკვე ცნობილი იყოს", – განაცხადა "აიპრესთან“ შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ. 

ფოტოები „აიპრესს“ სოფელ ბუთურაულში მცხოვრებმა ამირან მახაჭაძემ მიაწოდა. შეგახსენებთ აღნიშნული წყარო ამირან მახაჭაძის მიწის ნაკვეთში თავად აღმოაჩინა.

Comments
Loading...