- Advertisement -

არმაზ ახვლედიანი: კორუფცია ყვავის აჭარაში, მე ასეთი არ მახსენდება ავადსახსენებელ 90-იანებშიც კი

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივანი არმაზ ახვლედიანი, ბათუმში სასტუმრო "ჰილტონის“ გვერდით მშენებლობას აპროტესტებს. მისი განმარტებით სანაპირო ზოლზე გაურკვეველი ტიპის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული.

არმაზ ახვლედიანი ამტკიცებს, რომ აჭარის ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებშია ჩართული და განსაკუთრებით ამ კუთხით პრობლემები მშენებლობის სფეროს უკავშირდება. ის პროკურატურას მოუწოდებს არსებული სიტუაციის შესწავლისკენ და მიმართავს პრემიერ-მინისტრს დაინტერესდეს აჭარის მთავრობისა და მერიის საქმიანობით.

"კორუფცია ყვავის აჭარაში, მე ასეთი არ მახსენდება ავადსახსენებელ 90-იანებშიც კი , როცა აბაშიძე მმართველობდა აქ, ისიც კი თავს იკავებდა ასეთი თავხედური მშენებლობებისგან, სიმართლე ხომ უნდა ითქვას, დღეს საზღვარი არა აქვს ამ აღვირახსნილობას და ამას უნდა მოეღოს ბოლო“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა

ბათუმის მერიაში განმარავენ, რომ „ჰილტონის“ გვერდით მშენებლობა არ მიმდინარეობს, სამუშაოები კი ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლის მიზნით ხორციელდება.

Comments
Loading...