არჩევნების დღეს ჩაქვში მამია ცეცხლაძის მკვლელობის მოტივი პირადი ანგარიშსწროება სახელდება ipressბათუმი დამატების თარიღი 23 იანვარი, 2019 102 მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და სავარაუდოდ დამნაშავე პატიმრობაში დატოვა. დაკავების დროს მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულმა თანასოფლელის მკვლელობა აღიარა. დღეს სასამართლო პროცსს საკუთარი სურბილით არ დასწრებია თავად ბრალდებული. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ახლობლებმა განაცხადეს, რომ მკვლელობის მოტივი პირადი ანგარიშსწორება იყო და არა პოლიტიკური. მამია ცეცხლაძე არჩევნების მეორე ტურის დღეს თანასოფლელმა საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ავტომანქანით გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. პირადი ანგარიშსწორების ვერსიაზე მუშაობს გამოძიებაც. პროკურორი რამაზ შავაძის განცხადებით კონფლიქტი თანასოფლელებს შორის 2005 წელს დაიწყო. 13 წლის წინ გარდაცვლილმა კონფლიქტის დროს იარაღი ესროლა, რის გამოც მკვლელობაში ბრალდებულს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მკვლელობასასამართლოჩაქვი