- Advertisement -

არჩილ ჩიქოვანი: თამარ მეფის მესამე შესახვევში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა დავასრულეთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ადგილზე ასევე მოეწყო საბავშვო ატრაქციონები.

“დამატებით, დაგეგმილი გვაქვს
ტრენაჟორების განთავსებაც. ჯანსაღი ცხოვრების წესის
ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ წელს 21
სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციას ვახორციელებთ
და ვგეგმავთ ეს მასშტაბები კიდევ უფრო გავზარდოთ. პროექტის
ფარგლებში, სპორტულ მოედანზე დაიგო მწვანე კორდი, მოეწყო
საფეხბურთო კარები, საკალათბურთო ფარები, ტრიბუნა და
შემოიღობა ტერიტორია. სტადიონის მიმდებარედ დამონტაჟდა
რკინა-ბეტონის სანიაღვრე ჭა, დამცავი კედლების მოაჯირები,
ბორდიურები და ფილები. სამუშაოების ღირებულება ნახევარ
მილიონ ლარს აღემატება” , – განაცხადა მან.

Comments
Loading...