- Advertisement -

არჩილ ჩიქოვანი: კაპიტალურ პროექტებში მაღალმთიან აჭარაში 35 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

მაღალმთიან აჭარაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი კაპიტალური პროექტებისათვის 35 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ამის შესახებ „აიპრესთან“ დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

მიუხედავად აღნიშნული თანხისა ხულო, ქედა, შუახევის მაინც რჩება სოფლები სადაც გადაადგილების პრობლემა დღემდეა, როგორც არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, ლოკაციებზე სადაც არსებობს პრობლემები გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ხდება სამუშაოების დაწყება, რადგან მეწყერული კერები კვლავ არ გააქტიურდეს. 

„არა ერთი გეოლოგიური დასკვნა გვაქვს, რომელიც სახიფათო და ეროზირებულ ტერიტორიებზე მიუთითებს მათ შორის საგზაო ინფრასტრურასაც მნიშვნელოვან წილად აზიანებს სწორედ ამის გამო, რამოდენიმე ასეული პროქტი არის ფერდსამაგრი სამუშაოების, გაბიონების, კედლების, სანიეღვრე სისტემების მოწესრიგება რამაც შესაძლებელია, რომ ხელი შეუშალოს და შეაფერხოს ეროზიის კერები აღადგინოს საგზაო ინფრასტრუქტურა, იგივე მდგომარეობა გვაქვს ამ ჩამოთვლილ ტერიტორიებსა და ლოკაციებზე რომელიც თქვენ ბრძანეთ ხშირ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ დეტალური გეოლოგიური კვლვა ჩავტაროთ ვინაიდან სტაბილიზაციამდე მეწყერული პროცესების სტაბილიზაცია არ მოხდება საექსპერტო ბიუროები კრძალავენ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ ღონიძიებებს, ვინაიდან შესაძლებელია ეს მაპროვოცირებელი იყოს ახალი მეწყერული პროცესების.

გამომდინრე აქედან ყველა იმ მიმართულებაზე რაც ზემო აჭარაში რეაბილიტაციას ექვემდებარება ჩადებული არის საბიუჯეტო პროცესში, გვაქვს უკვე პროექტები და მიმდინარეობს მუშაობა. სადაც მეწყერი ჯერ კიდევ აქტიურია დაველოდებით გეოლოგიურ დასკვნებს და დაველოდებით მეწყერების სტაბილიზებას. საერთო ჯამში ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში 35 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება კაპიტალურ პროექტებში, რომელიც არამარტო გზების რეაბილიტაციას და ბეტონის საფარის მოწყობას გულისხმობს, ამავდროულად ჩვენ გვაქვს ათეულობით ფერდსამაგრი სამუშაოებ დაგეგმილი, ასევე არის სანიაღვრე სისტემების მოწყობა.

მაღალმთიან აჭარაში პრობლებური და აქტუალური საკითხი არის სამელიორაციო სისტემების მოწყობა, რისთვისაც 1 მილიონი არის გამოყოფილი, ასევე ბეტონის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თითოეულ მუნიციპალიტეტში 30-35 მიმართულებას", – განაცხადა „აიპრესთან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა.

Comments
Loading...