- Advertisement -

არჩილ ხანდამაშვილი: მე არ ვიქნები კაბინეტური მერი, ცვლილებების დრო მოვიდა

გურჯაანის მერობისკანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, ჩუმლაყის, ვაზისუბნისა და ვაჩნაძიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ გია შაოშვილი, დავით პაიჭაძე და ზურა სიმონიშვილისოფელ ვაზისუბნისა და ვაჩნაძიანის მოსახლეობას შეხვდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.

სოფელ ჩუმლაყში კარდაკარის პრინციპით ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, ხოლო მოგვიანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის – პედაგოგებთან გამართეს შეხვედრა.

მერობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა და სოფლის დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მათი გადაჭრის გზებზეისაუბრა.

,,ჩემთვის დიდი პატივი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა. გარწმუნებთ, რომ მომავალი ოთხი წელი სწორედ ამის დასტური იქნება, მაგრამ მე და ჩემი გუნდი თქვენს გარეშე ვერ შევძლებთ საქმის კეთებას. თქვენი დახმარება თითოეულ ნაბიჯზე დამჭირდება, იმისთვის რომ უფრო სწორი და მიზანმიმართული ქმედებები გვქონდეს, უფრო რაციონალური შედეგები მივიღოთ. მე არ ვიქნები კაბინეტური მერი, ცვლილებების და გურჯაანის გაცოცხლების დრო მოვიდა,“ – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

მერობისა და დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან ერთად ატმისა და ყურძნის ფასები და მისი რეალიზაციის საკითხიც განიხილეს.
ადგილობრივები თვლიან, რომ ყურძენზე სუფსიდიის მოხსნამ დადებითად იმოქმედა და თუ მსგავსი ზრდის ტემპი შენარჩუნდება, ისინი გეგმავენ ვენახების გაშენებას გაფართოების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 96 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავალმა რთველის დაწყებიდან დღემდე 107,8 მლნ ლარს გადააჭარბა. ყურძენი ღვინის კომპანიებს 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

Comments
Loading...