- Advertisement -

არჩილ ხანდამაშვილი: მე არ ვიქნები მერი, რომელიც ხალხს მხოლოდ არჩევნებისთვის ხვდება

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა რამდენიმე შეხვედრა გამართა სოფელ მუკუზნის მოსახლეობასთან, ღვინის ქარხნებს ესტუმრა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა,- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.

„მე არ ვიქნები მერი, რომელიც ხალხს მხოლოდ აარჩევნებისთვის ხვდება“ – ამ სიტყვებით მიმართა არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ მუკუზანში შეკრებილ მოსახლეობას.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას.

,,მე ამ მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში დავიბადე და კარგად ვიცი როგორი მშრომელი ხალხიც ვართ, როგორი რუდუნებით ვუვლით თითოეულ ყურძნის მტევანს, როგორი წარმატება გველოდება ყველას ერთად, თუ ჩვენ სწორად დავსახავთ ჩვენს პრიორიტეტებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. მე ვიცი, გურჯაანს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით,’’ – აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

Comments
Loading...