- Advertisement -

არჩილ ხანდამაშვილი: მე თითოეულ გლეხთან ერთად ვიმუშავებ გურჯაანში მეტი დოვლათის შექმნისთვის

გურჯაანის მერობისკანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, სოფელ გურჯაანის, ჭანდარისა და ჭერემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ თემურ ზარდიაშვილი, გელა ზაკალაშვილი და ვაჟა მაჩხაშვილი კარდაკარის პრიციპით ჭერემის, სოფელ გურჯაანისა და ჭანდარის მოსახლეობას შეხვდნენ, პროგრამა გააცნეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს,- ამის შესახებ ინფრომაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს. 

„თითოეულ ჩვენს თანამოქალაქე გლეხს უნდა გავუუმჯობესოთ პირობები, ამიტომაც დავდივარ კარდაკარ, რომ პირადად გავეცნო არსებულ პრობლემებს და შევძლო მათი აღმოფხვრა,“ – ამ სიტყვებით მიმართა მერობის კანდიდატმა სოფლებში შეკრებილ მოსახლეობას.

არჩილ ხანდამაშვილმა ვრცლად ისაუბრატურიზმსა და ჯანდაცვის სფეროზე. მოსახლეობისგან კი სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინა და დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მათი მოგვარების საკითხი განიხილა.

„ჩემთვის მთავარი მიზანი თითოეული სოფლისთვის დამახასიათებელი ნიშის პოვნა და მისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა, უბრალოდ სწორად შემუშავებული გეგმა და მიზანმიმართული მოქმედებაა საჭირო“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

მოსახლეობის მიერ დაყენებული ძირითადმოსაგვარებელ საკითხს წყალი წარმოადგენს, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ და პერიოდულად წყლის ნაკადის მიწოდებაც მცირდება ხოლმე.

„მოულოდნელად მოვიდა ჩვენთან, იკითხა პრობლემები და მხარდაჭერას შეგვპირდა. უცხო არაა ჩვენთვის, ახალგაზრდა კაცია, ოჯახსაც კარგად ვიცნობთ და გვაქვს მისი იმედი, გვჯერა რომ სოფლის ძირითად პრობლემას-წყალს მოაგვარებს,“ – განაცხადა ცირა მანიჟაშვილმა.
 

Comments
Loading...