- Advertisement -

არჩილ ხანდამაშვილი: ჩვენ დასაკარგი შესაძლებლობები არ გვაქვს

გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი და ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ზაქარია შოშიაშვილი სოფელ ველისციხის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა, ველისციხეში არსებული ყველის საწარმო, ველისციხის ვერანდა მოინახულა და საღამოს მოსახლეობას გაესაუბრა,- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.

მერობის კანდიდატმა სოფელ ველისციხის სავაჭრო-სატრანზიტო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

,,სოფელ ველისციხეს მრავალწლიანი ისტორია აქვს. ამ სოფელში ოდითგანვე მშრომელი და მიზანდასახული ხალხი ცხოვრობდა. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია რომ ის მიძინებული სიმდიდრეები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში მრავლად არის და ამით განსაკუთრებით ველისციხე გამოირჩევა, აღვადგინოთ და გავაცოცხლოთ“, – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

მერობის კანდიდატი ველისციხეში არსებულ არც თუ ისე ცნობილ ძველებურ დუქანს ესტუმრა, სადაც ფიროსმანის ფრესკები დაათვალიერა, ხოლო მოგვიანებით ბესარიონ სომხიშვილის ხეში ნაკეთი ნამუშევრები მოინახულა.

,,მნიშვნელოვანია რომ თითოეული ადამიანის შრომა შესაბამისად იყოს დაფასებული. ჩემი მომავალი ოთხი წლის მუშაობა სწორედ ამას მოამესახურება, რომ არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები რომელიც გურჯაანელებსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს გააჩნია“,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

Comments
Loading...