- Advertisement -

არხილოსკალო-სამთაწყაროს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არხილოსკალო-სამთაწყაროს დამაკავშირებელი ექვსკილომეტრიანი გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეხვდა.

"სულ მალე დაიწყება არხილოსკალო-სამთაწყაროს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართეთ, მათ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა გავაცანით. თვის ბოლომდე მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, შემდეგ კი სამუშაოები დაიწყება. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის გზაა.“-განაცხადა ჯანიაშვილმა.

აღნიშნული გზის მშენებლობა 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

Comments
Loading...