- Advertisement -

აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი მათთვის ბინების არ მიღებას აპროტესტებს

აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი აპროტესტებს, რომ მათ ვერ მიიღეს საცხოვრებელი ბინები. მათი თქმით, ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, შენობები ავარიულია, ქირის გადახდა კი მათ არ შეუძლიათ.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გიორგი გიორგაძემ პირველ არხს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე 9 ნგრევადი ობიექტიდან მოხდა დევნილთა გამოყვანა, ასევე ახალი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და ომის ვეტერანები. სულ ამ ეტაპზე 240- მა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ბინა. მომავალ წელს კი 360 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

Comments
Loading...