- Advertisement -

აქციას “მოდი ღამე მუზეუმში” წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შეუერთდა

მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა არაერთი საინტერესო ექსპოზიცია ენახა. მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერებისა და ომის გმირებისადმი მიძღვნილი საგამოფენო კუთხეები. 

წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა ვიზიტორების წინაშე მე-19 საუკუნის ქალაქური ყოფა და იმერული ოდა გააცოცხლა. 

აქვე წარმოდგენილი იყო დროებითი გამოფენები, წყალტუბოელი ხელოვანების შემოქმედება – მედეა გვიმრაძისა და კონსტანტინე ფურცხვანიძის, 88 წლის ნათელა ყურაშვილის ნამუშევრები.

წყალტუბოს სახალხო თეატრის მსახიობებმა მუზეუმის სტუმრებს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის „ბებრების“ ინსცენირება შესთავაზეს.

ღამე მუზეუმში წყალტუბოელებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ. აქციას წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი და პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანიც შეუერთდნენ.
ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს.

Comments
Loading...