აქციის მონაწილეები: ვინც სვანეთის ბუნების განადგურების მომხრეა, სირცხვილის წიგნში შევიტანთ მესტიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 23 ივლისი, 2018 111 საპროტესტო აქცია გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში. ადგილობრივების ნაწილი ნაკრაჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. როგორც ისინი აცხადებენ, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს ყველა დიდი და გიგანტური ჰესის მშენებლობის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. , "ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მოხდეს დიდი და გიგანტური ჰესების მშენებლობის შეჩერება. უნდა გაიგოს ყველამ.. ჭუბერის მაგალითი გვაქვს.." -აცხადებენ აქციის მონაწილეები. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სირცხვილი წიგნი მოიტანეს და განაცხდეს რომ, "ვინც სვანეთის ბუნების გაჩანაგება-განადგურების მომხრეა ყველა იმ ადამიანის სახელსა და გვარს წიგნში ჩავწერთ და მომავალ თაობას გადავცემთ".