- Advertisement -

აქციის “ღამე მუზეუმში” ფარგლებში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა

2018 წლის 22 მაისს, აქციის "ღამე მუზეუმში" ფარგლებში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. კერძოდ, ბაროკოს ეპოქის მუსიკა, რომელიც ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია. შესრულებული იქნა, ვივალდის, მარჩელოს, ბახის, ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის და სხვათა მუსიკა, რომელსაც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ვიკალის მეორე კურსის სტუდენტი სალომე მახათელაშვილი და კურსდამამთავრებელი დავით თხელიძე ასრულებდნენ. აკომპანიმენტს უწევდა კონცერტმაისტერი ქალბატონი ნინო ნიშნიანიძე. საღამოს უძღვებოდა მუსიკოლოგიის დოქტორი ხათუნა მანაგაძე. ბაროკოს მუსიკის ფონზე მუზეუმის ვიზიტორიებს საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ კლასიკური ფერწერული ტილოებით. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მოადგილეები თეონა ბერიძე და ირაკლი თავბერიძე ესწრებოდნენ.

Comments
Loading...