- Advertisement -

აღსარების საიდუმლოს დარღვევის გამო, ეპისკოპოს მელქისედეკის რეზიდენციასთან აქციაა

მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელკისედექ ხაჩიძის გადაგომას ითხოვს, ზესტაფონში მრევლის ნაწილი. აქციის მონაწილეები მეუფის რეზიდენციასთან არიან შეკრებილნი. ისინი იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომლებიც მათი თქმით ღვთისმსახურების ნორმებს ეწინააღმდეგება.

მათ შორისაა ეპარქიაში მსახურების ციკლი მოშლა და მწუხრისა და ცისკრის გარეშე აღსარების წირვების ჩატარება. მათივე თქმით დარღვეულია აღსარების საიდუმლო. აქციის მონაწილეები მეუფეს ეპარქიაში არსებული პრობლემების მოგვარებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ეპარქიის დატოვებას მოითხოვენ.

მეუფის რეზიდენციაში აქციის მონაწილეების მოთხოვნასთან დაკავშირებით ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

Comments
Loading...