- Advertisement -

აღსრულების ბიურო მახინჯაურში მცხოვრებ რუხაძეების ოჯახის სახლიდან გამოსახლებას გეგმავს

მახინჯაურში რუხაძეების 4 სულიან ოჯახში ამ წუთებში აღსრულების ბიურო იმყოფება. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხის სანაცვლოდ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას გეგმავენ.

რუხაძეეები ამბობენ, რომ ისინი თაღლითობის მსხვერპლი არიან, ოჯახი სოციალურად დაუცველია სხვა წასასვლელი კი არსად აქვთ, შესაბამისად საცხოვრებელის დათმობას არ აპირებენ. 2013 წელს 15 000 დოლარის სანაცვლოდ სახლი რუხაძეებმა მეგობარს იპოთეკით დაუტვირთა, თუმცა ნაკისრი ვალდებულება პირმა არ შეასრულა, დღეს კი სასამართლომ თანხის სანაცვლოდ ნაგებობა კერძო მევახშეს ვალის სანაცვლოდ მიაკუთვნა.

ადგილზე იმყოფებიან რეგიონში იპოთეკით დაზარალებული სხვა პირებიც. ისინი აცხადებენ, საკუთრების იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებული კანონი გადასახედია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ოჯახი უკანონოდ დარჩება საცხოვრებელის გარეშე.

Comments
Loading...