- Advertisement -

აშშ-ის საზღვაო ფლოტის კაპიტანი და NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი, ფოთის მოსწავლეებს შეხვდა

აშშ-ის საზღვაო ფლოტის კაპიტანი და NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი, ფოთის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მან ბავშვებს კოსმოსში ცხოვრებისა და მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. როგორც მან აღნიშნა, კოსმოსში 27 დღე დაჰყო, 5-ჯერ ჰქონდა ღია კოსმოსში გასვლა, ხომალდის გარეთ კი 33 საათზე მეტი აქვს გატარებული.

პირველი კითხვა რაც მოსწავლეებმა ჰაიდი ფაიფერს დაუსვეს,უცხოპლანეტელებს ეხებოდა,კერძოდ ბავშვები დინტერსედნენ ,შეხვედრია თუ არა ის სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს და არსებობენ თუ არა ისინი სინამვილეში. ასტრონამტმა უცხოპლანეტელების არსებობა კატეგორიულად უარყო ,რადგან მისი თქმით დღემდე ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ არსებობს.

„საქართველში ჩვენი შეხვედრების ძირითადი მიზანია, ბავშვებს გავაცნოთ, რომ ოცნებების რეალიზება, მხოლოდ კარგი სწავლით არის შესაძლებელი.ქართველი ბავშვები ზუსატ ისეთები არიან, როგორც ამერიკელი ბავშვები,აქვთ სურვილი ცოდნა შეიძინონ,კოსმოსზე ისტორიების მოსმენა ხიბლავთ, მაგრამ კითხვების დასმა ერიდებათ.ჩემი ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის გაცვლითი კულტურული პროგრამების ფარგლებში ხორციელდება, ვცდილობთ საქართველოს დავანახოთ ის მიღწევები რომელიც ამერიკაში გვაქვს“_ განაცხადა ჰაიდი ფაიფერმა.

ამერიკელი ასტრონავტი მორიგ შეხვედრას ბათუმში გამართავს.

Comments
Loading...