აშშ-ს მთავრობამ საქართველოს შსს-ს “აილენდის” კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 18 ოქტომბერი, 2018 87 ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე, აშშ-ს “აილენდის” კლასის ორი სადარაჯო ხომალდის გადმოცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს. ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ესწრებოდნენ. „პირველ რიგში მსურს საქართველოს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენი სანაპირო- დაცვის სიტემისთვის. ეს მართლაც ძალიან პრინციპული ნაბიჯია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა და საქართველო ხდება უფრო მეტად აქტუალური მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ეს არის ძლიერი გზავნილი, რომ აშშ-სთვის და ასევე როგორც ნატოსთვის სწორედ შავი ზღვა, საქართველოს როლი, ამ რეგიონში არის განსაკუთრებით პრიორიტეტული და მაღალი ხარისხის“_ განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. აშშგემებიფოთიშსს