- Advertisement -

აჭარასა და მალოპოლსკას რეგიონებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მალოპოლსკას სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია მალოპოლსკას რეგიონის მარშლის ოფისში გაიმართა, რომელსაც აჭარის დელეგაციის წევრები და მალოპოლსკას სავოევოდოს ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთახმებას ხელი მოაწერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალმა იაცეკ კრუპამ. შეთანხმების ხელმოწერა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. ხელმოწერის ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა სიტყვით და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც ჩვენს რეგიონს გააჩნია.

,,სასიხარულოა, რომ დღეს ხელი მოეწერა აჭარასა და მალოპოლსკას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. მჯერა, რომ პოლონეთის კიდევ ერთ სავოევოდოსთან ახალი თანამშრომლობის დაწყება ორივე რეგიონისთვის წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 23 აგვისტომდე გაგრძელდება.

Comments
Loading...