- Advertisement -

აჭარაში გიდები ბათუმის ტურის მიმართულებით ტრენინგებს გადიან

აჭარაში გიდების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 22 მოქმედ გიდს ტრენინგ-კურსი ბათუმის ტურისტული მარშრუტის მიმართულებით უტარდება,-  ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. 

თეორიული ლექციებისას განსაკუთრებული ყურადღება ბათუმის ისტორიას, ქალაქის ძველ და ახალ არქიტექტურას, აჭარის ეთნოგრაფიას, აჭარის ისტორიას, ფსიქოლოგიას და გიდის ხელოვნებას ეთმობა. სალექციო კურსი ასევე მოიცავს პრაქტიკული ტურების დაგეგმვას გონიო-აფსაროსის ციხესა და ქალაქ ბათუმში. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს რეგიონში დამწყები და მოქმედი გიდების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამ მიზნით დეპარტამენტში 78 გიდი მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტისა და ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა.

წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. წელსვე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდებს, რომლებმაც ხარისხის ნიშნის მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს „რეკომედებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ კვალიფიკაციის ნიშანს მიანიჭებს.
 

Comments
Loading...