- Advertisement -

აჭარაში დაახლოებით 60 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

"ციტრუსის ექსპორტი 2017" – ბათუმში ციტრუსის მეორე საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.

ცხრა ქვეყნის ექსპორტიორები ქართველ პარტნიორებთან ერთად სამომავლო გეგმებს მსჯელობენ.

წელს საქართველოში 60 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. სამიზნე ქვეყნებიდან კვლავ რუსეთი და უკრაინა ლიდერობს. აჭარაში უკვე დაიწყო ნაადრევი მანდარინის კრეფა და რეალიზაციაც. ფორუმის მონაწილეებმა ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოებიც დაათვალიერეს. 

„ველოდებით დაახლოებით იგივე მოსავალს რაც გვქონდა გასულ წელს. საუბარია 60 ათას ტონა მანდარინის მოსავალზე საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობთ რომ კარგი მოსავალია.

ამ ეტაპზე მოსავალი გადავარჩინეთ და თუ კლიმატი ხელს შეგვიწყობს გვექნება ხარისხიანი მოსავალი, რაც ნიშნავს იმას რომ ფერმერები კარგ პირობებში მოახდენენ პროდუქციის რეალიზებას. ასევე აჭარის სოფლის მეორნეობის სამინისტროს ორგანიზებით გადამამუშავებელი საწარმოებისთვის არის ხელშემწყობი პროგრამები და შესაბამისად არასტანდარტული მანდარინის დაბინავების პრობლემასაც არ ველოდებით.

რაც შეეხება ფაროსანას, მანდარინის კულტურაში ჩვენ ზიანს ვერ ვხედავთ. ამ ეტაპზე მიდის დაკვირვება გატარდა ღონისძიებები რომელიც ფერმერებს მისცემს საშუალებას პრევენცია მოახდინონ და მოსავალი დაიცვან. ასევე დარიგდა ქიმიური პრეპარატები.

სამიზნე ბაზრებიდან მნიშვნელოვანია რუსეთი და უკრაინა, სადაც ექპორტის ძირითადი ნაწილი მოხდება. ბელორუსიიდან არის საკმაოდ დიდი დაინტერესება და ბოლო რამდენიმე წელია შუა აზიის ქვეყნებიც ინტერესდებიან, “- აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

Comments
Loading...