აჭარაში ისევ სტიქიას ებრძვიან-ზღვისპირა ქალაქში 5 ბალამდე შტორმი და ძლიერი ქარია ბათუმი დამატების თარიღი 17 ოქტომბერი, 2017 424 აჭარაში ისევ სტიქიას ებრძვიან. ზღვისპირა ქალაქში 5 ბალამდე შტორმი და ძლიერი ქარია. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე რეგიონის მაშტაბით 15-მდე შეტყობინება დაფიქსირდა. მეწყერული პროცესები განვითარდა ქობულეთსა და ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. პრობლემის აღმოსაფხვრელად სამაშველო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სინოპტიკოსების თქმით უამინდობა აჭარაში, ხვალ დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.