- Advertisement -

აჭარაში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 146 შემთხვევა გამოვლინდა, 114 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა 37 770-ს შეადგენს.

ერთი პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კლინიკა დატოვა 29 პირმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან რვა მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.
უწყების ცნობით, კლინიკაში მკურნალობს 361 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 335, ონლაინკლინიკაში კი 739.

Comments
Loading...