- Advertisement -

აჭარაში წითელას ეპიდემიის აფეთქება

ბოლო ერთი თვის განმავლობაში წითელას ვირუსით დაინფიცირებული 86 პაციენტი აჭარაში. ზღვისპირა ქალაქში ეპიდემიის გავრცელების პიკია. დაინფიცირებულების უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით დაავადების გავრცელების ერთადერთი პრევენციული გზა ვაქცინაციაა. სამინისტრო მოსახლეობას მათთან მდებარე უახლოეს ამბულატორიებში უფასო ვაქცინაციისენ მოუწოდებს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ყოველწლიურად რეგიონში წითელას 3-5 შემთხვევა აღირიცხება. უკანასკნელი ეპიდაფეთქება რეგიონში, ისევე როგორც მთელ საქართველოში 2013 წელს დაფიქსირდა. 5 წლის წინ რეგიონში დაავადების 196 შემთხვევა დარეგისტრირდა.

Comments
Loading...