- Advertisement -

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტი 355 მილიონი ლარით განისაზღვრა

15 ხმა 5-ის წინააღმდე აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი 6 საათიანი განხილვის შემდეგ დაამტკიცეს.

მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების განმარტებით, ბიუჯეტი რეგიონის გამოწვევებს ვერ პასუხობს, სწორედ ამიტომ ნდობა ოპოზიციამ არ გამოუცხადა. 21 წევრიან უნაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ერთადერთი იყო ვინც დღეს ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. ზაზა ოქუაშვილის განცხადებით ოპოზიცია არ ნიშნავს მხოლოდ წინააღმდეგობას, თუ კი ის მორგებულია რეგიონის მოთხოვნებზე. მმართველ გუნთში კი ამბობენ, რომ მომავალი წლის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა და განთლება იქნება.

ბიუჯეტის განხილვის პროცესი უმაღლეს საბჭოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია გუშინ პრემიერ მინისტრსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და დეპუტატებს ფაქტის გამიჯვნისკენ მოუწოდა. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას გამოწვევას პრემიერ მინისტრმა სათანადოდ უპასუხა და საკუთარი ღირსება დაიცვა.

დეპუტატებმა დღეს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებაც იმსჯელეს. 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ გადაწყდა, რომ დეპუტატს პლენარული სესიის გაცდენის შემთხვევაში ერთი დღის ხელფასი დაექვითება.

Comments
Loading...