- Advertisement -

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის
შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს ადამიანის უფლებათა
დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის
თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.
         კანონის პროექტი  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა – ჯაბა ფუტკარაძემ
წარმოადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 85
მილიონით იზრდება და მთლიანობაში 414 მილიონ ლარს აჭარბებს. იზრდება
ყველა მხარჯავი უწყებისა და ორგანიზაციის ბიუჯეტი. 10 მილიონი ლარი
ემატება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რაც დაწყებული
ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე
დაიხარჯება.

მინისტრის განცხადებით, 10 მილიონი ლარით იზრდება განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, აქედან 3 მილიონ 500 ათასი
ლარი სკოლების რეაბილიტაციაზე მიიმართება.
4 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის
სამინისტრო თანხის მნიშვნელოვან ნაწილს სასოფლო-სამეურნეო
გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარებაზე გახარჯავს.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, მათი დაფინანსება, კანონის პროექტით, 51
მილიონი ლარით იზრდება და ინფრასტრუქტურულ პროგრამებს მოხმარდება.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის
პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Comments
Loading...