- Advertisement -

აჭარის ა.რ განათლების სამინისტრო 112 სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების” პროგრამის ფარგლებში ახორციელებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე – ბაკალავრიატზე და მეორე საფეხურზე – მაგისტრატურაში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებას.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:

• სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
• მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი ან მეტი შვილი;
• დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
• სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები.

კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2017 წლის 1 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა 2014, 2015, 2016 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურზე ჩარიცხული 112 სტუდენტი. მათ შორის პირველი საფეხურის 91 სტუდენტი და მეორე საფეხურის 21 სტუდენტი.

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტი. მათ შორის პირველი საფეხურის 91 სტუდენტი და მეორე საფეხურის 21 სტუდენტი.

Comments
Loading...