- Advertisement -

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი შოტოკან კარატეს მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს შეხვდა

აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები, შოტოკან კარატეს საერთაშორისო ტურნირსა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ.

მინისტრმა მათ საპრიზო ადგილებზე გასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე სპორტსმენებმა გეგმებსა და დასახულ მიზნებზე ისაუბრეს, სამინისტროს წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ მათ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუთქვა, რათა სამომავლოდ უფრო დიდი წარმატებების მიღწევა შესძლონ.

2018 წლის 14-15 აპრილს, სასომხეთში ჩატარებულ მე-13 საერთაშორისო ტურნირზე შოტოკან კარატეში წარმატებით იასპარეზა რეგიონის ნაკრების ოთხმა სპორტსმენმა:

● ბაჩი გოგიტიძე – III ადგილი

● გიგი ქედელიძე – III ადგილი

● ჯემალ იაკობაძე – II ადგილი ● ვაჩე გვანცელაძე – II ადგილი

2018 წლის 20-22 აპრილს, თურქეთში გამართულ მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში, წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრების ორმა სპორტსმენმა:

● ლუკა შანთძე – III ადგილი ●

ლევან თედორაძე – III ადგილი

Comments
Loading...