- Advertisement -

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე კულტურული მარშრუტების ფორუმს ესწრება

25-28 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ გორლიცში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო მერვე ყოველწლიური ფორუმი იმართება. კულტურული მარშრუტების ფორუმს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრება.

ფორუმში მონაწილეობენ გაფართოებული წილობრივი შეთანხმების წევრი სახელმწიფოების, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის პარლამენტის, იუნესკოს, იკომოსის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე, ტურისტული ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური ქსელები.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს საქართველო კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმს უმასპინძლებს, ამ ეტაპზე, მასპინძელ ქალაქებად განიხილება ბათუმი და ქუთაისი.

2016 წლიდან საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (Enlarged Partial Agreement) 27-ე წევრი სახელმწიფოა. აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობას ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელებას.

Comments
Loading...