- Advertisement -

აჭარის განათლების სამინისტრომ დონოვან რიპკემას წიგნის Economics of Historic Heritage თარგმნა დააფინანსა

„უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის უცხოენოვანი სამეცნიერო /სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კომპონენტში სამინისტრომ კოლუმბიისუნივერსიტეტის პროფესორის დონოვან რიპკემას წიგნის – "Economics of Historic Heritage“თარგმნა დააფინანსა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

წიგნში ჩამოყალიბებულია კონკრეტული მაგალითების პროცენტულ მაჩვენებლებზე და ციფრებზე დაფუძნებულიარგუმენტები და მტკიცებულებები იმისა, რომ მემკვიდრეობის დაცვა ქმნის სამუშაო ადგილებს. განხილულია ისეთისაკითხები როგორიცაა: ისტორიული კონსერვაცია როგორც ეკონომიკური განვითარება; კონსერვაციის ეკონომიკა,როგორც საჯარო პოლიტიკა; კონსერვაციის ეკონომიკა საცხოვრისის მშენებლობისა და უბნის განვითარების კუთხით;ისტორიული კონსერვაცია, როგორც 21-ე საუკუნის ეკონომიკა და ა.შ.

გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან: „ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევას საზოგადოების განვითრებისმიზნები არ უნდა შეეწიროს. ხვალინდელი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, გუშინდელი ფიზიკური მემკვიდრეობისგანადგურება არ არის აუცილებელი. მსოფლიო მოწმეა კულტურაზე დაფუძნებული ინდუსტრიის ზრდის, როგორიცაამხატვრული პროდუქციის ექსპორტი და ტურისტების მიღება. კულტურული ღირსშესანიშნავი ადგილების შენარჩუნებაჩვენ ყველას გვეხმარება დავაფასოთ წინა თაობების მიღწევები. ის ხელს უწყობს დღევანდელი მსოფლიოს დაახლოებასმოგზაურობისა და ტურიზმის მეშვეობით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის უზრუნველყოფს/წარმოადგენსსაფუძველს იმისა, რომ ჩვენი წარსულის ძეგლები იქნება შთამაგონებელი მომავალი თაობებისთვის…“ 

Comments
Loading...