აჭარის განათლების სამინისტრო სამინისტრო სამ უცხოენოვან სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნას დააფინანსებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 8 აგვისტო, 2018 122 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კომპონენტში სამინისტრო სამ უცხოენოვან სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნას დააფინანსებს. საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა შემდეგი სამი განაცხადი: ვ. ქრესველი და ჯ. დეივიდ ქრესველი –“Research Design: Qualitative, Quantitative and Mixed Methods Approaches (5th edition); მარტინ დემანდ ფრედერიქსენი – “Young men, time and boredom in The Republic of Georgia”; სინთია ფრილენდი – “An Introduction to Art Theory- But is it art”?. ზემოაღნიშნული ლიტერატურა ფართოდ გამოიყენება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, მათი ქართულ ენაზე თარგმნა ხელს შეუწყობს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა – სწავლების ხარისხის ამაღლებას, ქართული და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარებას.