- Advertisement -

აჭარის განათლების სამინისტრო ჯონ ქრესველის წიგნის თარგმნას დააფინანსებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კომპონენტში ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორის; უმაღლესი განათლების სწავლებისა და სოციოლოგიის დოქტორის ჯონ ქრესველის წიგნის –“Research Design: Qualitative, Quantitative and Mixed Methods Approaches“ თარგმნას დააფინანსებს.

ჯონ ქრესველი გახლავთ 27 წიგნის ავტორი კვლევის მეთოდების შესახებ, მსოფლიოში პირველი შერეული მეთოდების ცენტრის დირექტორი, ჟურნალის „შერეული კვლევის მეთოდები“ თანადამაარსებელი, 2013 წელს ის იყო ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიწვეული პროფესორი, 2014 წელს მას მიენიჭა სამხრეთ აფრიკის პრეტონიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტული, 2014-2015 წლებში ის იყო შერეული მეთოდების საერთაშორისო კვლევის ასოციაციის პრეზიდენტი.

„კვლევის მეთოდები: თვისობრივი, რაოდენობრივი და შერეული კვლების მეთოდები“ შედის ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სავალდებული წიგნების სიაში. წიგნის პირველ ნაწილში ავტორი მიმოიხილავს სამეცნიერო კვლევის ჩატარების ზოგად პრონციპებს, გასაგებად და ნათლად აღწერს ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა საკვლევის შეკითხვის დასმა, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ლიტერატურის ანალიზი, ციტირება, თეორიული და გამოყენებითი კვლევების კავშირი. მეორე ნაწილი ეძღვნება კვლევების დაგეგმვას. აღწერილია კვლევის ეტაპები.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კომპონენტში ჯონ ქრესველის წიგნის –“Research Design: Qualitative, Quantitative and Mixed Methods Approaches“ ბეჭდვასაც დააფინანსებს.

Comments
Loading...