- Advertisement -

აჭარის განათლების სამინისტრომ 2018-2019 შემოდგომის სემესტრი სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტს მიხეილ მახარაძეს დაუფინანსა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახორციელებეს “სტუდენტთა დახმარების” პროგრამას.

“მე-11 კლასში გადავწყვიტე სან-დიეგოს უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გავმხდარიყავი. ვიცოდი, რომ გრანტს თუ ვერ ავიღებდი, ჩემს ოჯახს ძალიან მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვებოდა და ჩემი უმთავრესი მიზანი კარგი სწავლა გახდა. პირველი რაც წარმატებაში გვეხმარება ეს არის მიზანდასახულობა, რა თქმა უნდა, დიდი შრომა სჭირდება მიზნის მიღწევას.

ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შედეგად მოვიპოვე 30% სახელმწიფო სასწავლო გრანტი. ასევე, ამერიკის სახელმწიფოსგან სწავლის ნაწილობრივი დაფინანსება. სრული დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადი შევავსე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში და ამ პროგრამის წყალობით სრულად გავთავისუფლდი გადასახადისგან.

აქვე მინდა აღვნიშნო რომ მოსწავლეობის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა წამახალისებელ პროგრამებსა და კონკურსებში. როგორიცაა ოლიმპიადები, სასკოლო კლუბები. რომელიც რეგიონის დონეზე ხორციელდება და ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს საკუთარი თავის განვითარებასა და პიროვნების ჩამოყალიბებაში.

ბავშვობიდან ერთი დევიზით ვხელმძღვანელობ – არასდროს არაფერი არ მიმაჩნია მიუღწევლად, ყველაფერი შეგვიძლია, მთავარია ვირწმუნოთ საკუთარი თავის და ჩვენი ოცნებების ჩვენ თვითონ გვჯეროდეს”, – მიხეილ მახარაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსდა 446 სტუდენტი. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი – მიხეილ მახარაძე.

Comments
Loading...