- Advertisement -

აჭარის ეკონომიკის სამინისტროში, ბობოყვათის მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

შეხვედრას, რომელიც სამინისტროში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ბობოყვათში საპრივატიზაციოდ გამოტანილ სახელმწიფო მიწებზე პრეტენზია ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გამოთქვა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უძღვებოდა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, აუქციონი არ შეჩერდება.
მინისტრის განცხადებით, ვინაიდან საჯარო რეესტრმა აღნიშნული ნაკვეთების დაკანონებაზე, ადგილობრივებს უარი უთხრა, იმის დასტურია, რომ არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც მიწების აღიარების საფუძველს შექმნიდა, შესაბამისად, ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, რომ მას კანონით განსაზღვრული უფლეებამოსილება არ აქვს, საკითხში ჩაერიოს.
ბობოყვათის მოსახლეობის ნაწილი, მამა-პაპისეული მიწების დაკანონებასა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონის შეჩერებას ითხოვს. დღევანდელ სეხვედრაზე, მოსახლეობამ მინისტრისგან მოითხოვა სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც მათ პრობლემას სეისწავლის.
მიწის ფართებზე პრეტენზიის მქონე მოსახლეობა ამბობს, რომ მათ გააჩნიათ საარქივო მასალა, რომელიც მათი საკუთრების უფლებას ადასტურებს. მათივე განცხადებით, მიწების აუქციონის წესით გაყიდვის შემთხვევაში, ინვესტორს ტერიტორიაზე სესვლის უფლებას არ მისცემენ.
ბობოყვათის მოსახლეობის ნაწილი, საპროტესტო აქციების გამართვიტა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება.

Comments
Loading...