- Advertisement -

აჭარის მთავრობის სხდომა, თორნიკე რიჟვაძემ ტურისტული სეზონისთვის სამზადისზე საუბრით გახსნა

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მარტი-აპრილისთვის გეგმის შესაბამისად, კერძო სექტორის ჩართულობით შესაძლებელი იქნება ტურისტების პირველი ნაკადის მიღება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების გახსნის პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარიმართოს.
„შემსუბუქების პაკეტით სასტუმროებს და რესტორნებს საშუალება მიეცათ მიიღონ ვიზიტორები, ჩვენ ველით, რომ როგორც შიდა ისე გარე მიმართულებითაც ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით გარკვეული სიგნალები გამოჩნდება. ამ ყველაფერს ჯეროვანი და ეფექტური კონტროლი სჭირდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობა.
ჩვენ წესების დაცვით უნდა შევძლოთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება. ზაფხულისთვის კი საერთაშორისო ვიზიტორების მიღება.
მარტი-აპრილისთვის ჩვენი გეგმის შესაბამისად, კერძო სექტორის ჩართულობით შესაძლებელია ტურისტების პირველი ნაკადის მიღება.
ჩვენ შევძელით, რომ ყველა ის მიმდინარე დაგეგმილი პროექტი არ გაჩერებულიყო, არამედ მეტი სისწრაფით განვითარებულიყო როგორც მშენებლობის, ასევე დაგეგმარების ნაწილში. ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს იმას, რომ ეკონომიკური აქტივობების გახსნის პარალელურად, მზად იყოს საჭირო ინფრასტრუქტურა. ამ პროცესს შესაბამისი უწყებები მონიტორინგს გაუწევენ” – განაცხადა, აწარის მთავრობის თავმჯდომარემ.

Comments
Loading...