- Advertisement -

“აჭარის მუზეუმის“ დირექტორად თამარ ორაგველიძე დაინიშნა

2018 წლის 1 ივნისიდან სსიპ „აჭარის მუზეუმი“ ამოქმედდა, რომლის დაფუძნება მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის უკეთ მოვლას, შესწავლას, პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ინტერესის გათვალისწინებით მსოფლიო კულტურულ რუკაზე ღირსეულ პოზიციონირებას.

აჭარის მთავრობის დადგენილებით ახლადშექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ბათუმში მდებარე ოთხი მუზეუმი გააერთიანა: ბათუმის არქეოლოგიური, აჭარის ხელოვნების, ხარიტონ ახვლედიანის სახელობისა და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმები. დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე მუზეუმებს ეწვია და თანამშრომლებს პირადად წარუდგინა ახლადდანიშნული აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე.

თამარ ორაგველიძე 2007 წლიდან დღემდე ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს ხელმძღვანელობდა. იგი ასევე, ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.

Comments
Loading...