აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 16 მაისი, 2018 172 აჭარის რეგიონს 17 მაისს გაზმომარაგება შეეზღუდება – ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მ/წლის 17 მაისს დილის 4 საათიდან დღის 14 საათამდე აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება შეზღუდვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მსხვილ მომხმარებელს 17 მაისს დილის 4 საათიდან 17 მაისის დღის 14 საათამდე შეუწყდება გაზის მიწოდება. იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი„-ს აჭარის რეგიონის ტექნიკური სამსახურები გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და თხოვნით მიმართავს თავის აბონენტებს, გაზის გათიშვის შემთხვევაში, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები და დაიცვან უსაფრთხოების ზომები. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „სოკარ ჯორჯის გაზი“-ს ადმინისტრაცია მომხმარებლებს ეტაპობრივად მიაწვდის დამატებით ინფორმაციას.