- Advertisement -

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა დაიწყო

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები.

პირველი ეტაპი გაიმართა 28 აპრილს – ქობულეთის მუნიციპალიტეტში – ქობულეთის კულტურის სახლში . ასევე, 29 აპრილს – ქალაქ ბათუმის ჯგუფებისთვის – სსიპ აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში.
იხილეთ მეორე ეტაპზე მონაწილე ანსამბლების სია:

ბათუმი
ქორეოგრაფია

1 ბათუმის № 1 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლილე'' – ,,აფხაზური", ხელმძღვანელი ნუგზარ მიქაძე;
2 ბათუმის № 4 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ნაპერწკალი'' – ,,განდაგან" ხელმძღვანელი რევაზ სურმანიძე;
3 ბათუმის № 15 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგაფიული ანსაბლი ,,თოლია'' -,,განდაგან", ხელმძღვანელი მუხრან დარჩიძე;
4 ბათუმის № 16 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგაფიული ანსაბლი ,,ლაზიკა'' -,,აფხაზური" ხელმძღვანელი გელა კაჭარავა;
5 ბათუმის № 2 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგაფიული ანსაბლი ,,კოლხა'' – ,,ქალ-ვაჟთა სატრფიალო" ხელმძღვანელი ირაკლი შაფათავა;
6 მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ცერული" – ,,განდაგან", ხელმძღვანელები ნათია შალიკაშვილი და ნუგზარ შალიკაშვილი;
7 ბათუმის № 11 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ლაზარე" – ,,ლეკური'' ხელმძღვანელი უჩა ჯანგველიძე;
8 ბათუმის № 10 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მათე" ,,განდაგან", ხელმძღვანელი მიხეილ მახათაძე;
9 ბათუმის № 7 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,აისი" – ,,ლაზურ-აჭარული საცეკვავო", ხელმძღვანელი ანზორ დევაძე;
10 ბათუმის № 11 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი -,,სამაია'', ხელმძღვანელი თამილა ტარიელაძე;
11 ბათუმის №9 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მარეთი" – ,,ქალ-ვაჟთა მთიულური", ხელმძღვანელი გია ბოლქვაძე;
12 ბათუმის № 28 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ორიონი" – ,,მოხეური", ხელმძღვანელი მარინე ქამაშიძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი
სიმღერა
1 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ანსამბლი ,,შევარდენი" – ,,რაჭული საცეკვაო'', ხელმძღვანელი სოფო გორგილაძე;
2 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის სასოფლო კლუბთან არსებული ბავშვთა ვოკალური ჯგუფი – ,,ეს რა ჩიტი", ხელმძღვანელი ვლადიმერ ვერულიძე;
3 ქობულეთის სახელოვნებო სკოლის გოგონათა ფოლკლორული ანსაბლი – ,,თხამ ვენახი შეჭამა", ხელმძღვანელი სალომე ცეცხლაძე;
4 ქობულეთის სახელოვნებო სკოლის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ნადური" – ,,კუჩხი ბედინერი'', ხელმძღვანელი ქეთევან ბერიძე;
5 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის სასოფლო კლუბთან არსებული ტრიო ,,ქვაბლეთი" ,,შავი შაშვი" ვლადიმერ ვერულიძე

ქორეოგრაფია
№ ანსამბლის დასახელება ცეკვის დასახელება ხელმძღვანელი
1 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის კლუბთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჩაქურა'' ,,მთიელ ქალ-ვაჟთა საცეკვავო" თენგიზ ჭაღალიძე
2 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,შევარდენი" ,,განდაგანა'' ტარიელ ბერიძე
3 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის № 2 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჩაქურა'' ,,სვანური ცერული'' თენგიზ ჭაღალიძე
4 ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის №1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოჰოი ნანა'' ,,ფერხული ფარცა" ალექსანდრე ხიდაშელი
5 ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის №1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,აისი'' ,,განდაგან" ლუკა ხიდაშელი

მეორე ეტაპი ჩატარდება 2018 წლის 5 მაისს – ხულოს, შუახევისა და ქედის ანსამბლებისათვის/შემსრულებლებისათვის – ქედის კულტურის ცენტრში (12 სთ), ხოლო 6 მაისს ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის ანსამბლებისათვის/შემსრულებლებისათვის – სსიპ აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში (12 სთ).
ოლიმპიადის მესამე – ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2018 წლის 8 მაისს – სსიპ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.

აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.

Comments
Loading...