- Advertisement -

“აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილება

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი, გამარტივებული წესით, ( ერთი მოსმენით) პლენარული სხდომისთვის მზადაა, თუმცა მანამდე საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა. 

 

უმაღლესი საბჭოს წევრების – დავით გაბაიძის, ტიტე აროშიძის, ლადო მგალობლიშვილის, მარინე გვიანიძის, დავით ბაციკაძისა და ირაკლი ჩავლეიშვილის მიერ ინიცირებული პროექტი სხდომაზე ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

Comments
Loading...