- Advertisement -

აჭარის უმაღლესმა საბჭომ “კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა

14 ხმით ერთის წინააღმდეგ კონსტიტუციური კანონის პროექტი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" მესამე მოსმენით დამტკიცებულია.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატებს. ოპოზიციამ კანონს ბოიკოტი ფორმალურად განხორციელებული ცვლილებების გამო გამოუცხადა.

სხდომას ესწრებოდა, თუმცა კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა "დემოკრატიული საქართველო – ნინო ბურჯანაძის" ერთადერთმა წარმომადგენელმა უმაღლეს საბჭოში გიორგი ცინცქილაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.

Comments
Loading...