- Advertisement -

აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის სამოქმედო გეგმას უსმენენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ახალი მნისტრთა კაბინეტს სამოქმედო გეგმას ისმენენ აჭარის უმაღლეს საბჭოში." ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ გუშნიდელ 6 სააათიან გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო, რის გამოც დღეს ფრაქციამ დამატებითი ინდივიდუალური შეხვედრა მოითხოვა. ფრაქციის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ პარტიას დეტალურად აინტერესებს ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმა "ოცნების ქალაქთან", რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, და მაღალმთიან აჭარაში დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხზე.

ქართული ოცნების მიერ წარდგენილი მთავრობის თაჯდომარეობის კანდიდატი ამბობს რომ მათი პროგრამა მოქალაქეების ინტერესებზე იქნება მორგებული. თორნიკე რიჟვაძე ყველა პრობლემის კანონინის ფარგლებში მოგვარებას გეგმავს.

დღის მეორე ნახევრში დაგეგმილია ბიუროს სხდომა, სადაც ჩაინიშნება სავარაუდოდ ხვალისთვის რიგგარეშე სესიის, რომელზეც მთავრობის თავმჯდომარეობისა და ინისტროის კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებენ.

Comments
Loading...