- Advertisement -

აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო უსკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა. მისი განცხადებით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ვლადიმერ მგალობლიშვილის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა თავად კანდიდატს მოუსმინეს. პარმენ ჯალაღონიამ გაწეულ საქმიანობაზე, სამომავლო ხედვებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია წარმოდგენილი კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
უსკოს წევრობის კანდიდატურებს დაეთმო დღის წესრიგის მეორე საკითხიც. კომიტეტის წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის -სოფიო კახაძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო აღნიშნულ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ირაკლი გვარამიას და რამაზ ფირცხალაიშვილის კანდიდატურების კანონმდებლობასთან შესაბამისობა დაადგინა, მოისმინა მათი სამოქმედო გეგმები და სამომავლო ხედვები.
კანონმდებლებმა ამ შემთხვევაშიც რეკომენდაცია გაუწიეს წარმოდგენილი კანდიდატურების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა»მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში» შესატანი ცვლილებების პელნარულ სხდომაზე გატანის საკითხსაც.
უმაღლესი საბჭოს წევრების – დავით გაბაიძის, ვლადიმერ მგალობლიშვილის, მარინე გვიანიძისა და ფრიდონ ფუტკარაძის მიერ ინიცირებული და საქართველოს პარლამენტში წარსადგენ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციტივასთან დაკავშირებით მომზადებული დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.
კომიტეტმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში წარსადგენ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებითაც. შესაბამისი დადგენილების პროექტი სხდომაზე ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. კანონის პროექტის ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი არიან.

სხდომაზე,უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა კენჭისყრის ადგილი, ბიულეტენის ფორმა და დადგინდა მისი შევსების წესი.
კომიტეტის წევრებმა ამავე სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მედეა ვასაძე აირჩიეს.

Comments
Loading...